ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

დროის შეჩერება შეუძლებელია: რონალდუ ხელშეუხებელი აღარ არის?
ფეხბურთიფეხბურთი

დროის შეჩერება შეუძლებელია: რონალდუ ხელშეუხებელი აღარ არის?

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ალ-ნასრისა და ალ-ეტიფაქის დაპირისპირებაში კრიშტიანუ რონალდუს შესვენებაზე შეცვლა რიგითი ტაქტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა.


ენჯ პოსტეკოგლუმ, რომლის გუნდიც აგებდა, კაპიტანი მოედნიდან გაიყვანა და თამაშის შემოსატრიალებლად ახალი ენერგია გამოიყენა, რამაც წლების განმავლობაში ტაბუდადებული კითხვა გააჩინა: დაიწყო თუ არა დრომ რონალდუზე თავისი კვალის დატოვება?


მსოფლიო ჩემპიონატი და კრიტიკა


დამამში განვითარებული მოვლენები ძალიან ჰგავდა ორი თვის წინ, ჰიუსტონში, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კონგოსთან მატჩს, სადაც რონალდუს გოლი არ გაუტანია. 2022 წლის მუნდიალის შემდეგ, მან დიდ ტურნირებზე 10 შეხვედრა ჩაატარა და 33 დარტყმიდან არცერთი ყოფილა შედეგიანი.

ტიერი ანრიმ ეს პრობლემა მარტივად ახსნა:


გუნდს გოლები სჭირდება და არა ინდივიდუალიზმი


პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა მაშინ მისი შეცვლა ვერ გაბედა, რადგან საჯარიმოში კრიშტიანუს გამოცდილებას „შეუცვლელად“ თვლიდა. კონგოელმა ნახევარმცველმა, ნგალაიელ მუკაუმ კი მატჩის შემდეგ პირდაპირ განაცხადა: „ვიცით, რომ ის აღარ არის ისეთი მოთამაშე, როგორიც ადრე იყო“.


პოსტეკოგლუს გაბედული ნაბიჯი


ორი თვის შემდეგ, სრულიად განსხვავებულ ვითარებაში, როცა ალ-ნასრი კაცნაკლული იყო და 0:2-ს აგებდა, პოსტეკოგლუმ ის გააკეთა, რასაც მარტინესი მოერიდა. მან რონალდუ ალ-ხაიბარითა და ალ-ჰამდანით ჩაანაცვლა. შედეგმა გაამართლა: სადიო მანეს დუბლითა და ალ-ომარის გოლით ალ-ნასრიმ 3:2 მოიგო. მარტინესისგან განსხვავებით, ავსტრალიელ სპეციალისტს არა მხოლოდ გოლი, არამედ მოედანზე ბალანსი და პრესინგი სჭირდებოდა, რაშიც რონალდუ მონაწილეობას თითქმის არ იღებდა.


სტატისტიკა, რომელმაც შეცვლა განაპირობა


პირველ ტაიმში რონალდუს სტატისტიკა არადამაჯერებელი იყო. მხოლოდ 2 დარტყმა (1 ზუსტი) და მოსალოდნელი გოლების (xG) მაჩვენებელი - 0.05. ის შეტევების მშენებლობაში ფაქტობრივად არ მონაწილეობდა: ბურთთან მხოლოდ 7 შეხება და 5-დან 3 ზუსტი პასი ჰქონდა. 12-ე წუთიდან 10 კაცით დარჩენილ ალ-ნასრის სჭირდებოდა ფეხბურთელი, რომელიც თამაშზე გავლენას მოახდენდა, რაც კრიშტიანუმ პირველ 45 წუთში ვერ შეძლო.


ახლოვდება თუ არა კარიერის დასასრული?


41 წლის რონალდუსთვის, რომელიც ალ-ნასრის რთულ გარემოშიც პრობლემებს აწყდება, დროის ფაქტორის უგულებელყოფა უკვე შეუძლებელია. ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ დასასრული დადგა, რადგან რონალდუს კარიერა მოლოდინების დამსხვრევაზეა აგებული, თუმცა ერთი რამ აშკარაა: კრიშტიანუს შეცვლაზე საუბარი უკვე ტაბუდადებული აღარ არის.


მთავარი კითხვა ახლა ისაა, თუ როდის მოუწევს ფეხბურთს იმის აღიარება, რომ ის ვერსია, რომელსაც სამყარო იცნობდა, ძველებურად ეფექტური აღარ არის.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

კრიშტიანუ რონალდუ
რონალდუ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

20 აგვ, 2026

39 წლის ასაკში ეს წარმოუდგენელია - მესის ახალი რეიტინგი EA Sports FC 27-ში

News image

20 აგვ, 2026

დაუბრუნდება თუ არა რონალდუ მოედანს?

News image

21 აგვ, 2026

VIDEO: რონალდუ ეფექტურად დაბრუნდა - კრიშტიანუს 977-ე გოლი კარიერაში

News image

22 აგვ, 2026

რატომ უქმნის რონალდუ საკუთარ გუნდებს მუდამ პრობლემებს?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

39 წლის ასაკში ეს წარმოუდგენელია - მესის ახალი რეიტინგი EA Sports FC 27-ში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

39 წლის ასაკში ეს წარმოუდგენელია - მესის ახალი რეიტინგი EA Sports FC 27-ში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დაუბრუნდება თუ არა რონალდუ მოედანს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დაუბრუნდება თუ არა რონალდუ მოედანს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: რონალდუ ეფექტურად დაბრუნდა - კრიშტიანუს 977-ე გოლი კარიერაში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: რონალდუ ეფექტურად დაბრუნდა - კრიშტიანუს 977-ე გოლი კარიერაში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ უქმნის რონალდუ საკუთარ გუნდებს მუდამ პრობლემებს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ უქმნის რონალდუ საკუთარ გუნდებს მუდამ პრობლემებს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი