საუდის არაბეთის ჩემპიონატის მეორე ტურში, ალ-ნასრიმ ალ-რიადს 4:0 მოუგო.
კრიშტიანუ რონალდუ მოედანზე მეორე ტაიმში გამოვიდა და გოლის გატანაც შეძლო, რითაც მისი გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა, თუმცა მატჩის შემდეგ პორტუგალიელი მაინც მწვავედ გააკრიტიკეს.
საუდის არაბეთის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, აჰმედ ატიფმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, რომ რონალდუ ძლიერ გუნდებთან ძირითად შემადგენლობაში აღარ უნდა თამაშობდეს.
მისი ფიზიკური და ტექნიკური დონე ძალიან დაეცა
„ბუნებრივია, რომ შეცვლაზე შემოსულმა რონალდუმ გოლი გაიტანა, რადგან თამაში ფაქტობრივად დასრულებული იყო. თუმცა, მწვრთნელმა ის მომავალ მატჩებში ძირითადში არ უნდა დააყენოს. მისი ფიზიკური და ტექნიკური დონე ძალიან დაეცა და ისეთ დიდ გუნდებთან, როგორიცაა ალ-აჰლი, ალ-ჰილალი და ალ-ქადისია, მისი ძირითადში თამაში ალ-ნასრის მარცხს გამოიწვევს,“ - აღნიშნა ატიფმა.
ყოფილი ფეხბურთელის თქმით, ძლიერ კლუბებთან ალ-ნასრის მაღალი პრესინგი სჭირდება, რისი გაკეთებაც რონალდუს აღარ შეუძლია, ამიტომ გუნდი ფაქტობრივად 10 კაცით თამაშობს. ატიფი მიიჩნევს, რომ კრიშტიანუს თამაში ძირითადიდან მხოლოდ შედარებით სუსტ გუნდებთანაა გამართლებული.
ბოლოს მან დასძინა, რომ მისი კრიტიკა მხოლოდ სპორტულ-ტექნიკურ დეტალებს ეხება, რონალდუს პიროვნულ შეურაცხყოფას არ ისახავს მიზნად და დარწმუნებულია, რომ ალ-ნასრის გულშემატკივრების 70% მას ეთანხმება.