მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
28 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მერაბ დვალიშვილს რომან დოლიძისa და გიგა ჭიკაძის მოახლოვებულ ბრძოლებზე ვკითხეთ.
- მომდევნო თვეები UFC-ში ქართველებისთვის კვლავ დატვირთული იქნება, რადგან რომან დოლიძის და გიგა ჭიკაძის ბრძოლები გველოდება. რას ფიქრობთ ამაზე და რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ ამ ორ ბრძოლაზე?
ჩემი აზრით, რომან დოლიძემ მარვინ ვეტორის პირველი ბრძოლაც მოუგო, თუმცა ახლა კარგად ემზადება და დარწმუნებული ვარ, რემატჩში მისი დაფინიშებაც შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომანი მოიგებს და ტიტულის კონტენდერობას კიდევ უფრო მიუახლოვდება.
გიგა ჭიკაძესაც კარგი ბრძოლა ელის, მას დგომის მოწინააღმდეგე დაუპირისპირეს. მის გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება." - აღნიშნა UFC-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა.
შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძე მარვინ ვეტორის 16 მარტს მთავარ ივენთზე დაუპირისპირდება, ჭიკაძე კი 27 აპრილს დავიდ ონამას შეხვდება.
დვალიშვილი: "პიოტრ იანისთვის უარესის გაკეთებასაც ვაპირებდი, მაგრამ დავინდე"
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები