მერაბ დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე პიოტრ იანთან ბრძოლაზე ისაუბრა.
„პირველი ბრძოლა ჩემთვის უფრო პირადი იყო. ახლა კი მეტად შეჯიბრია, იმიტომ რომ ერთხელ უკვე ვიბრძოლეთ და მე მოვიგე. ყოველ ჯერზე, როცა ის ჩხუბობდა, მე მას ვგულშემატკივრობდი, ვუყურებ მის ინსტაგრამს, შესანიშნავი მამაა და როგორც მებრძოლი, ყოველთვის კარგი მებრძოლი იყო.
პრობლემა ერთადერთი ის მქონდა, რომ გამაღიზიანებლად იქცეოდა. ჩემზე, ალჯოზე (ალჯამეინ სტერლინგი) და ჩვენს გუნდზე ცუდად ლაპარაკობდა და პატივისცემას არ იჩენდა. ეს იყო პრობლემა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის. ხელს ვართმევ და წარმატებას ვუსურვებ ცხოვრებაში.
მე არასდროს მომწონდა ეს მოგონილი დრამა, ეს ბრძოლაა და ჩვენ პროფესიონალები ვართ, ხალხი ამას მაინც უყურებს. … მე არ მომწონს ეს კაცი. MMA-ს გულშემატკივრები მაინც უყურებენ ჩვენს ბრძოლებს. თუ ეს ბუნებრივი არ არის, რატომ უნდა არ ვცეთ ერთმანეთს პატივი? ეს არასდროს მომწონდა.
რაც იყო, ნამდვილი იყო. მე ნამდვილი ადამიანი ვარ. ხანდახან ვხუმრობ, მაგრამ ხუმრობა ხუმრობაა. მიზეზის გარეშე ცუდად ლაპარაკი არ მიყვარს, და არც ის მიყვარს, როცა ვიღაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე მაკნინებს.
მინდა ფინიშით დავამარცხო, მაგრამ რთული იქნება, რადგან ის არასდროს არავის დაუფინიშებია. მინდა კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვო, რა თქმა უნდა, ეს რეკორდი იქნება, ოთხი მოგებული ბრძოლა წელს. ყოველი გამარჯვება მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის და ჩემი ქვეყნისთვის.
მინდა კარგი ბრძოლა ვაჩვენო გულშემატკივრებს. ბოლოს, როცა მე და პიოტრმა ვიბრძოლეთ, კარგი ბრძოლა იყო, მაგრამ ახლა უკეთესი ბრძოლა მინდა, მსურს განვვითარდე. ყოველ ჯერზე ვუმჯობესდები.“ - განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა.
მერაბ დვალიშვილი 2025 წელს ქამარს მეოთხედ დაიცავს. მისი მეტოქე რუსი პიოტრ იანი იქნება. ღონისძიების მეინ ქარდი 7 დეკემბერს, 07:00 საათზე დაიწყება.
"მინდა მომავალ წელსაც 4-ჯერ ვიბრძოლო" - დვალიშვილის ინტერვიუ