• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
"მინდა მომავალ წელსაც 4-ჯერ ვიბრძოლო" - დვალიშვილის ინტერვიუ
ქართულიქართული
UFCUFC

"მინდა მომავალ წელსაც 4-ჯერ ვიბრძოლო" - დვალიშვილის ინტერვიუ

03 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერვიუ ჩაწერა.


„კარგია დაბრუნება, მიყვარს დატვირთლი გრაფიკი და წონის კლების გარდა ყველაფერი მშვენიერია.


მიყვარს ბრძოლა და მინდა ყოველთვის დაკავებული ვიყო, დიდი მადლობა ორგანიზაციას, რომ მომცა შესაძლებლობა, წელს მეოთხედ ვიბრძოლო.


უნდა ჩავაბარო წონა, მოვიგო ბრძოლა და იგივე გავაკეთო შემდეგ წელსაც.


მთავარი ის არის, რომ მიყვარს ბრძოლა და მიყვარს MMA, მადლიერი ვარ, რომ ამ ორგანიზაციაში ვიბრძვი. ჩემთვის ყოველი ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია , განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქამარს ვიცავ და ეს იყო ჩემი გეგმაც, რომ დაკავებული ჩემპიონი ვყოფილიყავი. ორგანიზაციასაც ვუთხარი: ‘მინდა ხშირად ვიბრძოლო,’ და ისინიც ამაში ხელს მიწყობენ.


რა თქმა უნდა, ყველას გვაწუხებს ტრავმები და ცხოვრებისეული გამოწვევები, მაგრამ ყველაფერს ვუმკლავდები, ეს პრობლემა არაა ჩემთვის. მიყვარს ბრძოლის პროცესი.


პიოტრი ამ მომენტში ყველაზე დამსახურებული მეტოქეა ჩემთვის, რადგან სამმოგებიანი სერიიდან მოდის, ის საშიშია და დარწმუნებული ვარ, შურისძიება უნდა; დარწმუნებული ვარ, ოცნებობს, რომ დამაფინიშოს.


არ უნდა მოვდუნდე. არ შემიძლია მოდუნება, მე მასთან ერთხელ უკვე მოვიგე და ახლა იგივე ენერგია უნდა შევინარჩუნო. ეს კაცი ძალიან საშიშია და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრებს ძალიან კარგ ბრძოლას ვაჩვენებთ, რადგან ეს აღარ იქნება ერთპიროვნული დომინაცია, როგორც პირველად.


ამ ბრძოლის შემდეგ ძალიან დამშვიდებული ვიქნები, ახლა დისციპლინა მჭირდება, ვაკონტროლებ ჩემს წონას, პარასკევის დილით 135 ფუნტში უნდა ჩავჯდე, ხოლო მეორე დღეს საუკეთესოთან, პიოტრ იანთან ბრძოლა მაქვს.


ამ ბრძოლის შემდეგ, ღმერთის წყალობით თუ მოვიგებ, დავისვენებ. მომდევნო კვირებში ვისიამოვნებ შობით, ახალი წლით და შემდეგ კვლავ ძალიან ბედნიერი დავბრუნდები მოსამზადებელ შეკრებაზე.


მინდა იგივე, ოთხჯერ ვიბრძოლო მომავალ წელსაც, პირველი ვიქნები, ვინც ტიტულს ოთხჯერ დაიცავს და თუ ისევ ოთხჯერ ვიჩხუბე, პირველი ვიქნები, ვინც ამას ზედიზედ გააკეთებს, ეს კარგია.


ამ მომენტში ბედნიერი ვარ და კარგად ვგრძნობ თავს იქ, სადაც ვარ, მინდა დავიცვა ჩემი ქამარი. უნდა გავამახვილო ყურადღება ძლიერ მეტოქეებზე, როგორიცაა პიოტრ იანი, ჩვენს წონით კატეგორიაში სხვა ბევრი კონტენდერიც გვყავს. მერე ვნახავთ.


თუ ორგანიზაცია მთხოვს წონის შეცვლას ან სუპერბრძოლების ჩატარებას, პრობლემა არ არის, მივიღებ, მაგრამ ახლა ჩემს დივიზიონზე ვარ კონცენტრირებული.“ - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.


ქართველი ჩემპიონი 2025 წელს ქამარს მეოთხედ დაიცავს. მისი მეტოქე რუსი პიოტრ იანი იქნება. ღონისძიების მეინ ქარდი 7 დეკემბერს, 07:00 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

მერაბ დვალიშვილი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მაჭარაშვილმა RAF 06-ზე მოიგო - დვალიშვილი გამოწვევას დათანხმდა

•ქართული

ქართული

მაჭარაშვილმა RAF 06-ზე მოიგო - დვალიშვილი გამოწვევას დათანხმდა
•ქართული

ქართული

ბრძოლა აპრილში - დვალიშვილი RAF-ში იასპარეზებს

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ბრძოლა აპრილში - დვალიშვილი RAF-ში იასპარეზებს
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ვოლკანოვსკი დაწინაურდა - UFC-ის საერთო რეიტინგი განახლდა

•UFC

UFC

ვოლკანოვსკი დაწინაურდა - UFC-ის საერთო რეიტინგი განახლდა
•UFC

UFC

ხაბიბი: "უმარის შემდეგი მეტოქე ან მერაბი ან ო'მალი იქნება"

•UFC

UFC

ხაბიბი: "უმარის შემდეგი მეტოქე ან მერაბი ან ო'მალი იქნება"
•UFC

UFC

News image

01 მარ, 2026

მაჭარაშვილმა RAF 06-ზე მოიგო - დვალიშვილი გამოწვევას დათანხმდა

News image

24 თებ, 2026

ბრძოლა აპრილში - დვალიშვილი RAF-ში იასპარეზებს

News image

03 თებ, 2026

ვოლკანოვსკი დაწინაურდა - UFC-ის საერთო რეიტინგი განახლდა

News image

30 იან, 2026

ხაბიბი: "უმარის შემდეგი მეტოქე ან მერაბი ან ო'მალი იქნება"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება