UFC-ის საშუალო წონის სატიტულო ბრძოლის შემდეგ საერთო რეიტინგში (P4P) ცვლილებებია.
ხამზატ ჩიმაევის მარცხის შედეგად, ყოფილმა ჩემპიონმა 7 ადგილით უკან დაიხია და მე-3 ადგილიდან მე-10 პოზიციაზე აღმოჩნდა. საშუალო წონის ახალი ჩემპიონი შონ სტრიკლენდი კი P4P რეიტინგში გამოჩნდა და მერაბ დვალიშვილთან ერთად მე-7 ადგილს იყოფს.
აღსანიშნავია, რომ მერაბის წინ რეიტინგში ყველა ჩემპიონია, მის უკან კი უმსუბუქესი წონის ტიტულის მფლობელი ჯოშუა ვენია, რომელიც მე-9 ადგილს იკავებს.
უცვლელია ილია თოფურიას პოზიცია, რომელიც რეიტინგში მეორეა და მხოლოდ ისლამ მახაჩევს ჩამორჩება.
სრული ტოპ 15 ასე გამოიყურება:
1. ისლამ მახაჩევი
2. ილია თოფურია
3. ალექსანდერ ვოლკანოვსკი (+1)
4. ალექს პერეირა (+1)
5. პიოტრ იანი (+1)
6. ტომ ასპინალი (+1)
7. შონ სტრიკლენდი (ახალი)
7. მერაბ დვალიშვილი (+1)
9. ჯოშუა ვენი (+1)
10. ხამზატ ჩიმაევი (-7)
11. ალექსანდრე პანტოჟა (-2)
12. ჩარლზ ოლივეირა (-1)
13. დრიკუს დუ პლესი (-1)
14. კარლოს ულბერგი
15. არმან ცარუკიანი (-2)