ხამზატ ჩიმაევის ძმამ, არტურ ჩიმაევმა განაცხადა, რომ მათ გუნდს შონ სტრიკლენდთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.
მისი თქმით, არსებობს გარკვეული კითხვები, რომლებზეც სტრიკლენდთან დალაპარაკება სურთ.
„პირად დონეზე კითხვები დარჩა? კითხვები გვაქვს. თუ გამოვა ხელსაყრელ დროს დალაპარაკება, რაღაც სათქმელი გვექნება.
ისინი ნამდვილად არ არიან მეგობრები, მაგრამ გალიაში სხვა როგორ უნდა მოქცეულიყო? გამოეხატა ემოციები? ამას რა აზრი ექნებოდა? ხამზატისთვის ეს პირველი მარცხია, მას არ აქვს გამოცდილება, როგორ მოიქცეს.
გაქვს რამდენიმე წამი, რომ გადაწყვიტო, როგორ მიიღო ეს ღირსეულად. მაგალითად, ჩვენ მსაჯების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ვართ, მაგრამ იქ არავის დაუწყია პროტესტი. ჩამოართვა ხელი - მორჩა, ნახვამდის“, - თქვა არტურ ჩიმაევმა.