ჯასტინ გეიჯიმ 14 ივნისს ჩასატარებელი ბრძოლის წინ მოწინააღმდეგის ქცევაში „სუსტი წერტილი“ დაინახა.
თეთრ სახლში დაგეგმილი ტურნირის პრესკონფერენციაზე მომხდარმა დაპირისპირებამ ამერიკელ მებრძოლს თავდაჯერებულობა შემატა.
ინციდენტი პრესკონფერენციაზე
შეგახსენებთ, რომ პრესკონფერენციის დროს ილია თოფურია მძიმეწონოსან ჯო ჰოკიტს დაუპირისპირდა. ჰოკიტის მიერ ალექს პერეირას მისამართით ნასროლმა რეპლიკებმა ელ მატადორი იმდენად გააბრაზა, რომ მან ამერიკელს ბოთლიც კი ესროლა.
გეიჯი, რომელიც ამ ყველაფერს სცენის მეორე მხრიდან აკვირდებოდა, მიიჩნევს, რომ თოფურიამ ემოციების კონტროლი დაკარგა:
ეს სასაცილოა, რადგან ის [თოფურია] ძალიან ემოციურია. კარგი იყო ამის დანახვა. მართალია, მეც ემოციური ვხდები ხოლმე მეგობრების დაცვისას, მაგრამ არასოდეს უნდა მისცე სხვა კაცს უფლება, ასე გაკონტროლოს. არასოდეს!
ბრძოლა ისტორიისთვის
ჯასტინ გეიჯისთვის ეს ჩემპიონობის მოპოვების მესამე და, შესაძლოა, ბოლო შანსია. მას სურს გახდეს პირველი მებრძოლი, რომელიც თოფურიას დაამარცხებს.
თავის მხრივ, ილია თოფურია ლეგენდარულ სერიას აგრძელებს - მან ზედიზედ დაანოკაუტა ოლივეირა, ჰოლოუეი და ვოლკანოვსკი. გეიჯისთან გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი მებრძოლი ისლამ მახაჩევთან მესამე წონითი კატეგორიის ქამრისთვის ბრძოლას გეგმავს.
VIDEO: თოფურია და პერეირა ჰოკიტის წინააღმდეგ