ილია თოფურია კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბრძოლისთვის მზადების დეტალებს აქვეყნებს.
14 ივნისს, თეთრი სახლის გაზონზე, ელ მატადორი ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ღონისძიება უჩვეულო პირობებში ტარდება, ქართველმა ჩემპიონმა წვრთნის პროცესი სრულიად შეცვალა.
ვარჯიში ღია ცის ქვეშ
თეთრი სახლის ტერიტორიაზე ბრძოლას დაახლოებით 4300 ადამიანი დაესწრება. მთავარი გამოწვევა კი ისაა, რომ ოქტაგონი ღია ცის ქვეშ იქნება განთავსებული. დანა უაითმა უკვე განაცხადა, რომ წვიმის შემთხვევაშიც კი ბრძოლა არ გაუქმდება. სწორედ ამიტომ, თოფურიამ მოსამზადებელი ბანაკი გარეთ გადაიტანა.
ცხოვრებაში პირველად მიწევს ღია ცის ქვეშ ჩხუბი. ამიტომ, ვცდილობთ ყველა სესია გარეთ ჩავატაროთ, რომ შევეგუოთ. ასევე, ვვარჯიშობთ ზუსტად იმ დროს, როდესაც უშუალოდ ბრძოლა მომიწევს
ამინდის ფაქტორი
მიუხედავად იმისა, რომ ილია კონკრეტულ საათზე ვარჯიშობს, ბრძოლის დრო შესაძლოა შეიცვალოს. დანა უაითის თქმით, სპეციალური კომპანია ამინდს საათობრივად აკონტროლებს და თუ ძლიერი წვიმა იქნება მოსალოდნელი, ტურნირის დაწყების დრო შესაძლოა ერთი დღით ადრე შეიცვალოს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პრესკონფერენციაზე ილიასა და მძიმეწონოსან ჯო ჰოკიტს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც თოფურიას მხრიდან ბოთლის სროლით დასრულდა.
VIDEO: თოფურია და პერეირა ჰოკიტის წინააღმდეგ