შონ სტრიკლენდი იმდენად შორს წავიდა, რომ ხამზატ ჩიმაევთან ბრძოლის შემდეგ თავისი ქცევებისთვის ბოდიშიც კი მოიხადა, თუმცა დანა უაითი დარწმუნებული არ არის, რამდენ ხანს გაგრძელდება მისი ახალი იმიჯი.
UFC 328-ის მთავარი ბრძოლის ფარგლებში ხამზატ ჩიმაევთან გამარჯვებით სტრიკლენდმა ისტორია დაწერა და საშუალო წონის იშვიათი ორგზის ჩემპიონი გახდა.
ხმაურიანმა ამერიკელმა ბრძოლის წინ მთელი პერიოდი მეტოქის პროვოცირებაში გაატარა, იქამდეც კი მივიდა, რომ პირისპირ დგომის დროს ჩიმაევმა ფეხი ჰკრა, თუმცა თავად აღიარა, რომ ეს ყველაფერი დიდწილად შოუს ნაწილი იყო.
სტრიკლენდი ძალიან შორს წავიდა ჩიმაევის შეურაცხყოფის მცდელობაში და იგივე ხდებოდა მეორე მხრიდანაც, დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ უაითმა საცერემონიო აწონვებზე მათი პირისპირ დაყენებაც კი აკრძალა.
თუმცა ბრძოლის შემდეგ მისმა ინტერვიუმ სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილება დატოვა, ხოლო პრესკონფერენციაზე თითქმის სენტიმენტალურიც კი იყო.
დანა უაითს ეჭვი ეპარება „კეთილ ბიჭად“ ქცეულ შონ სტრიკლენდში
შონ სტრიკლენდის ბოდიშის შემდეგ ბევრ გულშემატკივარს აინტერესებს, ხომ არ შეიცვალა ის და ხომ არ აპირებს სრულიად სხვა ტიპის ადამიანად ქცევას.
ის ცნობილია თავისი ზოგჯერ აბსურდული და ხშირად ძალიან შეურაცხმყოფელი თრეშ-თოქით.
დანა უაითი ამ ყველაფერში ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რადგან სტრიკლენდთან UFC-ში მისი კარიერის განმავლობაში წლები უმუშავია.
გუშინდელი Zuffa Boxing-ის ღონისძიების შემდეგ მედიასთან საუბარში UFC-ის პრეზიდენტმა თქვა:
ძალიან მეეჭვება, რომ ახლა ახალი და გაუმჯობესებული შონ სტრიკლენდი გვყავს.
დავიჯერებ მაშინ, როცა ამას რეალურად ვნახავ, მაგრამ ამ ეტაპზე არ მჯერა. გუშინ ღამით შონის ის მხარეც ვნახეთ - არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი. თუ მართლა ამ გზით მიდის ახლა, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება, გპირდებით. მაგრამ ჯერ არ მჯერა.“
შონ სტრიკლენდის მოულოდნელი ბოდიში ჩიმაევთან გამარჯვების შემდეგ