ჯოშუა ვანმა UFC 328-ზე უმსუბუქესი წონის საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.
125-ფუნტიანი წონის მეფე შაბათს ღამით, ნიუ ჯერსიში, ტაცურო ტაირას დაუპირისპირდა. მართალია, ბრძოლის დასაწყისში ვანი პარტერში დიდ ზეწოლას განიცდიდა, თუმცა მან ვითარების შემობრუნება შეძლო და მეტოქე მეხუთე რაუნდში გააჩერა.
გადამწყვეტი მეხუთე რაუნდის დასაწყისში, ვანმა ტაირას კორპუსში მძიმედ დაარტყა. ამას რამდენიმე ზუსტი დარტყმა მოჰყვა, რის შემდეგაც რეფერი ჩაერია და ბრძოლა შეაჩერა. ტაირამ რეფერის გადაწყვეტილება გააპროტესტა, თუმცა კომენტატორებმა, ჯო როგანმა და დანიელ კორმიემ აღნიშნეს, რომ გაჩერება გამართლებული იყო.
ჯოშუა ვანი ალექსანდრე პანტოჟასთან რემატჩს ელოდება
ამ გამარჯვებით ვანმა თავისი ჩემპიონობა დაადასტურა. დეკემბერში, UFC 323-ზე, მან ალექსანდრე პანტოჟა 26 წამში დაამარცხა, თუმცა მაშინ ბევრს კითხვები გაუჩნდა, რადგან პანტოჟამ იდაყვის ტრავმა მიიღო და ბრძოლა ნაადრევად შეწყდა.
ბრძოლის შემდეგ ვანმა პანტოჟას მიმართა, რომელიც ოქტაგონს გარეთ იდგა და მას უყურებდა:
პანტოჟა, გირჩევნია ყველაფერი მოაგვარო. თუ გინდა, შეგვიძლია თავიდან ვეჩხუბოთ ერთმანეთს
მოსალოდნელია, რომ ამ წონის ორი საუკეთესო მებრძოლი ერთმანეთს მიმდინარე წლის ბოლოს კვლავ შეხვდება.