• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
სტვენა ნიუარკში - ფანები უკმაყოფილო დარჩნენ
UFCUFC

სტვენა ნიუარკში - ფანები უკმაყოფილო დარჩნენ

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მძიმე წონის ტოპ-კონტენდენტებმა, ალექსანდრ ვოლკოვმა და ვალდო კორტეს-აკოსტამ, ნიუარკში გამართულ Prudential Center-ში გულშემატკივრების მოლოდინები ვერ გაამართლეს.


რეიტინგის მეორე და მეოთხე ნომრებს შორის ბრძოლა დაძაბული უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა.

რუსი მებრძოლი მთელი ბრძოლის განმავლობაში ძირითადად ჯებებით მუშაობდა და დისტანციას ინარჩუნებდა, მაშინ როცა მისი მეტოქე მას აქტიური შეტევისკენ მოუწოდებდა. მებრძოლებმა ტემპს მხოლოდ მესამე რაუნდში მოუმატეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სანახაობრივი ბრძოლისთვის. საბოლოოდ, ვოლკოვმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

პირველივე წუთებიდან ვალდო კორტეს-აკოსტას უჭირდა ვოლკოვის მასიურ გაბარიტებთან გამკლავება და დისტანციის შემოკლება. მართალია, აკოსტამ მეტოქისთვის სისხლის დენა შეძლო, მაგრამ ვოლკოვის პროვოცირება და საკუთარი რიტმის პოვნა მაინც ვერ მოახერხა.

Prudential Center-ში შეკრებილმა ფანებმა საკუთარი უკმაყოფილება მაშინვე გამოხატეს, როგორც კი ბრიუს ბაფერმა გამარჯვებულად ვოლკოვი გამოაცხადა. დარბაზში ისეთი სტვენა და ხმაური იყო, რომ ოქტაგონზე ჯო როგანთან ინტერვიუს დროს რუსი მებრძოლის ხმა ძლივს ისმოდა. ვოლკოვმა აღნიშნა, რომ მომავალში ალექს პერეირასთან ბრძოლა აინტერესებს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

MMA
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დანა უაითის პასუხი ედი ჰირნს

•UFC

UFC

დანა უაითის პასუხი ედი ჰირნს
•UFC

UFC

შონ სტრიკლენდის მოულოდნელი ბოდიში ჩიმაევთან გამარჯვების შემდეგ

•UFC

UFC

შონ სტრიკლენდის მოულოდნელი ბოდიში ჩიმაევთან გამარჯვების შემდეგ
•UFC

UFC

ქამრის დაცვა სისხლიან ბრძოლაში

•UFC

UFC

ქამრის დაცვა სისხლიან ბრძოლაში
•UFC

UFC

რემატჩი არ იქნება?

•UFC

UFC

რემატჩი არ იქნება?
•UFC

UFC

News image

2 სთ წინ

დანა უაითის პასუხი ედი ჰირნს

News image

2 სთ წინ

შონ სტრიკლენდის მოულოდნელი ბოდიში ჩიმაევთან გამარჯვების შემდეგ

News image

1 სთ წინ

ქამრის დაცვა სისხლიან ბრძოლაში

News image

1 სთ წინ

რემატჩი არ იქნება?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება