UFC 328-ზე კარიერის უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ამერიკელმა მებრძოლმა საკუთარ საქციელზე დაფიქრება გადაწყვიტა.
შონ სტრიკლენდი გახდა პირველი კაცი, ვინც ხამზატ ჩიმაევი დაამარცხა. ბრძოლა ნიუ ჯერსიში შაბათს ღამით გაიმართა.
ორგზის ჩემპიონმა საშუალო წონაში, მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვების შემდეგ, ჯო როგანთან ინტერვიუ ოქტაგონზე ბოდიშის მოსახდელად გამოიყენა. სტრიკლენდსა და ჩიმაევს შორის ბრძოლამდე ერთ-ერთი ყველაზე მწვავე დაპირისპირება იყო, რაც კი სპორტის ისტორიას ახსოვს, მხარეები ერთმანეთს უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართავდნენ.
„უბრალოდ მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს ამერიკელ ფანებს, ჩემს მუსლიმ ფანებს და ჩემს ქრისტიან ფანებს,“ - განაცხადა სტრიკლენდმა ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში.
ზედმეტად შორს წავედი, ამას ვაღიარებ. მე თქვენ ყველას პატივს გცემთ
მან მეტოქის მისამართითაც გამოხატა პატივისცემა:
ჩეჩნები შესანიშნავი მებრძოლები არიან. ისინი ველურები არიან. ის ნამდვილი ველურია.
სტრიკლენდმა თავისი ქცევის მიზეზიც განმარტა:
„მე უკეთესი მაგალითი უნდა ვიყო, მაგრამ ვცდილობ, ეს ბრძოლები თქვენთვის, ნაბიჭვრ******** გავყიდო.“
UFC 328-ის მთავარი ბრძოლა სტრიკლენდის გამარჯვებით (48-47, 47-48, 48-47) დასრულდა. იმავე საღამოს ჯოშუა ვანმა ტაცურო ტაირა ნოკაუტით დაამარცხა, ხოლო ალექსანდრ ვოლკოვმა ვალდო კორტეს-აკოსტას სძლია.