დანა უაითი ედი ჰირნის ბოლო კომენტარებს უპასუხოდ არ ტოვებს და მეტოქე პრომოუტერის მისამართით მორიგი მწვავე რეპლიკა გააჟღერა.
გასულ კვირას UFC-ის ბოსმა განაცხადა, რომ ტაისონ ფიურისა და ენტონი ჯოშუას მომავალი ბრძოლის პრომოუტერი თავად იქნებოდა, თუმცა ედი ჰირნმა და ფრენკ უორენმა ეს ინფორმაცია უარყვეს.
ჰირნმა უაითს „კლაუტ-ჩეიზერი“ (პოპულარობისთვის სხვისი სახელით მოსარგებლე) უწოდა და ურჩია, საკუთარი „კვერცხები“ ეპოვა, რამაც დანა უაითი წყობიდან გამოიყვანა.
ნიუარკში გამართული UFC 328-ის შემდეგ, როდესაც ჟურნალისტებმა ჰირნისა და უორენის პოზიცია შეახსენეს, უაითმა ირონიულად უპასუხა:
„ვამბობ ხოლმე ოდესმე ისეთ რამეს, რაც სინამდვილეში არ ხდება? თუ ასე ამბობენ, მაშინ ალბათ მართალი არ ყოფილა.“
თუმცა, როდესაც Bloody Elbow-მ ჰირნის კონკრეტული სიტყვების კომენტირება სთხოვა, უაითმა თავი ვეღარ შეიკავა:
„ეს გიჟი გამოვიდა და თქვა, რომ ის თავად არის ყველაზე დიდი ბრძოლა კრივში, მაშინ როცა ბამ როდრიგესი, ენტონი ჯოშუა და სხვა ბიჭები ჰყავს. ის არის ყველაზე დიდი ბრძოლა კრივში? ეს მისი სიტყვებია. იცით, როგორი ნამდვილი გიჟი უნდა იყოთ, რომ ეს თქვათ? ოთხი თვის წინ არავინ იცოდა, ვინ იყო ეს ტიპი, ახლა კი ყველაზე დიდი ბრძოლაა კრივში? იმედია, თქვენს კითხვას ვუპასუხე.“