UFC Freedom 250-ის პრესკონფერენციაზე ილია თოფურია ალექს პერეირას გამოექომაგა და ჯოშ ჰოკიტს დაუპირისპირდა.
ჰოკიტმა პერეირას შეურაცხყოფა მიაყენა, თოფურიამ ჰოკიტს რაღაც ესროლა, ჰოკიტმა პასუხად თოფურიას ყოფილ ცოლი ახსენა, შემდეგ კი ჰოკიტი სცენიდან ძალით გაიყვანეს და დანა უაითმა პრესკონფერენცია შეწყვიტა.
UFC-ის თეთრი სახლის ღონისძიება 15 ივნისს გაიმართება, რომლის მთავარ ბრძოლაშიც მსუბუქი წონის სატიტულო დაპირისპირება ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის გაიმართება, თანამთავარ ბრძოლაში კი ალექს პერეირა სირილ განს დაუპირისპირდება.