პედი პიმბლეტის თანაგუნდელმა, შემ როკმა, რომელიც UFC-დან აპრილში გაათავისუფლეს, საზოგადოებას გაუზიარა თუ რა ზეწოლის ქვეშ უწევდა მას ასპარეზობა.
როკის თქმით, UFC ლონდონის ტურნირამდე ექვსი კვირით ადრე მან მუხლის ჯვარედინი იოგები დაიზიანა, თუმცა მენეჯმენტმა დაჟინებით მოსთხოვა ბრძოლა. შემის განცხადებით, მას უთხრეს, რომ უარის შემთხვევაში, UFC-ში დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ მიიღებდა ჩხუბის შესაძლებლობას და სამომავლო პერსპექტივებიც გაურთულდებოდა, ამიტომ მას არჩევანი ფაქტობრივად არ ჰქონდა.
შემდგომში როკმა ეს შეხვედრა აბდულ-კარიმ ალ-სელვადისთან დათმო, ხოლო მატჩის ბოლოს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სადაც მან მეტოქეს ზარის შემდეგ დაარტყა, UFC-მ მისი კონტრაქტი გაწყვიტა.
როკი აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პრობლემებს, რაზეც სხვა მებრძოლებიც, მათ შორის კოლბი კოვინგტონი საუბრობენ – რომ UFC-ში მებრძოლებს საკუთარი კარიერის მართვის ძალიან მცირე ბერკეტები აქვთ და იძულებულნი არიან, ტრავმირებულებმაც კი გარისკონ საკუთარი ჯანმრთელობა, რათა ორგანიზაციიდან არ გამოაგდონ.