ჯოშ ჰოკიტი თავისი სკანდალური ქცევისა და რიტორიკის შეცვლას არ აპირებს მიუხედავად UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითის კრიტიკისა.
ჰოკიტმა, რომელმაც UFC Freedom 250-ზე დერიკ ლუისი დაანოკაუტა, თეთრ სახლში გამართულ ივენთზე ყოფილი პირველ ლედის, მიშელ ობამას მიმართ გაკეთებული რეპლიკებით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
დანა უაითმა ამ კომენტარებს „სისულელე“ უწოდა, თუმცა ჰოკიტი თვლის, რომ თუ UFC-ის მესვეურებს მართლა ექნებოდათ მასთან პრეტენზია, პირადად დაუკავშირდებოდნენ.
„არ მაინტერესებს“, – განაცხადა ჰოკიტმა The Ariel Helwani Show-ში საუბრისას. მისი თქმით, ის ოქტაგონზე არა მხოლოდ გამარჯვებებისთვის, არამედ ხმაურიანი ეფექტისთვისაც გამოდის და მზადაა, საკუთარი სიტყვები საქმითაც დაამტკიცოს. მ
იუხედავად იმისა, რომ გულშემატკივართა ნაწილი მის ქცევას ბავშვურს და „უხერხულს“ უწოდებს, ჰოკიტი, რომელიც უკვე ოთხ ბრძოლაშია დაუმარცხებელი, პოტენციურ მეტოქეებად ალექს პერეირას, სირილ განეს და ტომ ასპინალს მოიაზრებს და ახლო მომავალში ოქტაგონზე დაბრუნებას გეგმავს.