ხამზატ ჩიმაევმა, UFC-ის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა მებრძოლმა, დაუმარცხებელის სტატუსი დაკარგა.
გასულ შაბათს, UFC 328-ის მთავარ ბრძოლაში, შონ სტრიკლენდმა ჩიმაევი დაამარცხა და ისტორიაში მეორედ გახდა საშუალო წონის ჩემპიონი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩიმაევმა პირველი რაუნდი ძლიერად დაიწყო, მან სწრაფად დაკარგა ენერგია, რამაც ბრძოლის ბედი შეცვალა. ხამზატმა ვეღარ შეძლო ჭიდაობის იმ ტემპის შენარჩუნება, რომლითაც ის ცნობილია. ბრძოლის შემდეგ მებრძოლებმა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოხატეს. მეტიც, ჩიმაევმა სტრიკლენდს ჩემპიონის ქამარი თავად შემოარტყა წელზე.
ამ ჟესტმა და მთლიანად ბრძოლის კვირამ UFC-ის ლეგენდის, დასტინ პორიეს კრიტიკა გამოიწვია. პორიეს თქმით, ჩიმაევის „აურა“ დაზიანდა:
მისი შემდეგი მეტოქის დაშინება უფრო რთული იქნება, რადგან ამ კვირაში მისმა იმიჯმა დიდი დარტყმა მიიღო. ის, რომ მან თავად გაუკეთა ქამარი სტრიკლენდს... მოდი რა, კაცო.
ბრძოლის შემდეგ ჩიმაევმა ჯერ დანა უაითს უთხრა, რომ საშუალო წონაში აღარ იბრძოლებს და 205 ფუნტში (ქვემძიმე წონაში) გადასვლა სურს, თუმცა ერთი დღის შემდეგ აზრი შეიცვალა და სტრიკლენდს რევანში სთხოვა.