დარენ ტილმა, რომელიც UFC-დან 2023 წელს წავიდა, განაცხადა, რომ სრულიად ჯანმრთელ მდგომარეობაში შონ სტრიკლენდის დამარცხებას შეძლებს.
ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სტრიკლენდმა UFC 328-ის მთავარ ბრძოლაში ტილის მეგობარი, ხამზატ ჩიმაევი დაამარცხა და საშუალო წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ტილმა აღნიშნა, რომ საკუთარ უნარებს ენდობა და სჯერა, რომ სტრიკლენდისთვის რთული მეტოქე იქნებოდა.
UFC-დან წასვლის შემდეგ ტილმა კარიერა კრივში გააგრძელა და ბოლოს 2025 წლის აგვისტოში ლუკ როკჰოლდი ნოკაუტით დაამარცხა. ის
30 მაისს, ტურნირზე BKFC 90, ტილი შიშველი ხელებით კრივში სადებიუტო ბრძოლას გამართავს აარონ ჩალმერსის წინააღმდეგ.
აარნოთან გამარჯვების შემთხვევაში, ის ასევე განიხილავს მაიკ პერისთან დიდი ხნის ნანატრ დაპირისპირებას.
მიუხედავად იმისა, რომ ტილი კრივზეა ფოკუსირებული, ის არ გამორიცხავს MMA-ში დაბრუნებას, თუ მისი მუხლის ტრავმა ამის საშუალებას მისცემს.