UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონმა შონ სტრიკლენდმა განაცხადა, რომ ხამზატ ჩიმაევმა სატიტულო ბრძოლის წინ წონა ვერ ჩააბარა.
სტრიკლენდის თქმით, ჩიმაევი საკონტროლო აწონვაზე უკმაყოფილო იყო საკუთარი შედეგით, თუმცა UFC-მ ის მაინც გაატარა, რადგან დრო იწურებოდა.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ხამზატმა წონა ვერ ჩააბარა. არ ვიცი, UFC-მ ეს როგორ გაატარა.
ის ავიდა საკონტროლო აწონვაზე და თქვა: „ჯანდაბა".
ის მაშინვე გაიყვანეს, რადგან დრო იწურებოდა. მან ნამდვილად ვერ ჩააბარა წონა“, — განაცხადა სტრიკლენდმა.
სატიტულო ბრძოლაში სტრიკლენდმა მეტოქე მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საშუალო წონის ქამარი დაიბრუნა.