თავიანთი ბრძოლების წინ მერაბ დვალიშვილი და ჰენრი სეხუდო ერთმანეთს შეხვდნენ.
ქართველმა და ამერიკელმა ერთმანეთი თბილად მოიკითხეს. სეხუდომ მერაბს უთხრა, რომ ის ზედა წონაში უნდა ავიდეს, რადგან მას აქვს იმის ტალანტი, რომ ორი დივიზიონის ჩემპიონი გახდეს.
ასევე ჰენრი ქართველს გაეხუმრა, რომ ის მას რუსულად აღარ დაელაპარაკებოდა.
ასევე იქვე იყო სეხუდოს მწვრთნელი, რომელმაც სურვილი გამოთქვა, რომ ჰენრის ქართველი სპარინგ-პარტნიორი ჰყავდეს, რათა უმარ ნურმაგომედოვთან შესაძლო ბრძოლისთვის მოემზადოს.
მერაბ დვალიშვილი 7 დეკემბერს ქამარს პიოტრ იანის წინააღმდეგ დაიცავს, იმავე ღონისძიებაზე სეხუდო პეიტონ ტალბოტს დაუპირისპირდება.
დვალიშვილი: "მინდა, რომ იანი ფინიშით დავამარცხო"