• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
დვალიშვილი: "მინდა, რომ იანი ფინიშით დავამარცხო"
ქართულიქართული
UFCUFC

დვალიშვილი: "მინდა, რომ იანი ფინიშით დავამარცხო"

04 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მერაბ დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე პიოტრ იანთან ბრძოლაზე ისაუბრა.


„პირველი ბრძოლა ჩემთვის უფრო პირადი იყო. ახლა კი მეტად შეჯიბრია, იმიტომ რომ ერთხელ უკვე ვიბრძოლეთ და მე მოვიგე. ყოველ ჯერზე, როცა ის ჩხუბობდა, მე მას ვგულშემატკივრობდი, ვუყურებ მის ინსტაგრამს, შესანიშნავი მამაა და როგორც მებრძოლი, ყოველთვის კარგი მებრძოლი იყო.


პრობლემა ერთადერთი ის მქონდა, რომ გამაღიზიანებლად იქცეოდა. ჩემზე, ალჯოზე (ალჯამეინ სტერლინგი) და ჩვენს გუნდზე ცუდად ლაპარაკობდა და პატივისცემას არ იჩენდა. ეს იყო პრობლემა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის. ხელს ვართმევ და წარმატებას ვუსურვებ ცხოვრებაში.


მე არასდროს მომწონდა ეს მოგონილი დრამა, ეს ბრძოლაა და ჩვენ პროფესიონალები ვართ, ხალხი ამას მაინც უყურებს. … მე არ მომწონს ეს კაცი. MMA-ს გულშემატკივრები მაინც უყურებენ ჩვენს ბრძოლებს. თუ ეს ბუნებრივი არ არის, რატომ უნდა არ ვცეთ ერთმანეთს პატივი? ეს არასდროს მომწონდა.


რაც იყო, ნამდვილი იყო. მე ნამდვილი ადამიანი ვარ. ხანდახან ვხუმრობ, მაგრამ ხუმრობა ხუმრობაა. მიზეზის გარეშე ცუდად ლაპარაკი არ მიყვარს, და არც ის მიყვარს, როცა ვიღაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე მაკნინებს.


მინდა ფინიშით დავამარცხო, მაგრამ რთული იქნება, რადგან ის არასდროს არავის დაუფინიშებია. მინდა კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვო, რა თქმა უნდა, ეს რეკორდი იქნება, ოთხი მოგებული ბრძოლა წელს. ყოველი გამარჯვება მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის და ჩემი ქვეყნისთვის.


მინდა კარგი ბრძოლა ვაჩვენო გულშემატკივრებს. ბოლოს, როცა მე და პიოტრმა ვიბრძოლეთ, კარგი ბრძოლა იყო, მაგრამ ახლა უკეთესი ბრძოლა მინდა, მსურს განვვითარდე. ყოველ ჯერზე ვუმჯობესდები.“ - განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა.


მერაბ დვალიშვილი 2025 წელს ქამარს მეოთხედ დაიცავს. მისი მეტოქე რუსი პიოტრ იანი იქნება. ღონისძიების მეინ ქარდი 7 დეკემბერს, 07:00 საათზე დაიწყება.


"მინდა მომავალ წელსაც 4-ჯერ ვიბრძოლო" - დვალიშვილის ინტერვიუ

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

მერაბ დვალიშვილი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დვალიშვილის წინსვლა - P4P რეიტინგში ცვლილებებია

•ქართული

ქართული

დვალიშვილის წინსვლა - P4P რეიტინგში ცვლილებებია
•ქართული

ქართული

დვალიშვილის მორიგი შოუ

•UFC

UFC

დვალიშვილის მორიგი შოუ
•UFC

UFC

დვალიშვილი იანთან მესამე ბრძოლის თარიღს ელოდება

•UFC

UFC

დვალიშვილი იანთან მესამე ბრძოლის თარიღს ელოდება
•UFC

UFC

მერაბ დვალიშვილი და გივი მაჭარაშვილი - ორი ქართველი RAF 09-ზე

•ქართული

ქართული

მერაბ დვალიშვილი და გივი მაჭარაშვილი - ორი ქართველი RAF 09-ზე
•ქართული

ქართული

News image

14 მაი, 2026

დვალიშვილის წინსვლა - P4P რეიტინგში ცვლილებებია

News image

23 მაი, 2026

დვალიშვილის მორიგი შოუ

News image

25 მაი, 2026

დვალიშვილი იანთან მესამე ბრძოლის თარიღს ელოდება

News image

27 მაი, 2026

მერაბ დვალიშვილი და გივი მაჭარაშვილი - ორი ქართველი RAF 09-ზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება