მერაბ დვალიშვილმა საკუთარ ფორმასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
,,რაც შეეხება ჩემს ფორმას, იდეალურ ფორმაში ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ფორმის პიკში ვარ. საქართველოდან როგორც კი დავბრუნდი, იანვარში, მაგის მერე სულ ვვარჯიშობ დღეში 2-ჯერ, ინტენსიურად.
ველოდები პიოტრ იანს. სამწუხაროდ, აქამდე არ მაქვს თარიღი, როდის იქნება ჩვენი ბრძოლა.
ცხვირი კარგად მაქვს, შემიძლია, დავამშვიდო გულშემატკივარი. ჩაფხუტით ვვარჯიშობ და პრობლემა არ არის, ჭიდაობის დროსაც ხელს არ მიშლის. მადლობა ჩემს გულშემატკივარს, მშვიდად იყავით, ყველაფერი რიგზეა.
რაც შეეხება RAF-ის საქართველოში ჩატარებას, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი სიახლეა, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ღონისძიება ჩატარდება და ძალიან ბევრი ვარსკვლავი და ცნობილი სახე ჩამოვა.
პირველ რიგში, ეს კარგია ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისთვის, მომავალი თაობისთვის მოტივაციის მიცემისთვის.
4-5 ქართველი სპორტსმენიც გამოვალთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში გამარჯვება მოვიპოვოთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი.
როგორც იცით, ჩემი მოწინააღმდეგე არის ჰენრი სეხუდო. სამწუხაროდ, ერთხელ ჩვენი ჭიდაობა ჩაიშალა, მაგრამ ახლა საქართველოში ვიჭიდავებთ.
საკმაოდ დაძაბული და რთული ბრძოლა იქნება, არ იქნება ადვილი, რადგან თავისუფალი ჭიდაობა ჰენრი სეხუდოს სპორტი არის და ამჯერად მის სახეობაში გამოვდივარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვიქნები მომზადებული და მობილიზებული.
ახლა, რა თქმა უნდა, ძირითადი კონცენტრაცია სპარინგებსა და MMA-ზე მაქვს. მთავარი ჩემი ქამრის დაბრუნება და იანთან ბრძოლაა.
ჰენრი სეხუდოსთან ჭიდაობა უფრო მეორეხარისხოვანია და ისეთი დიდი მნიშვნელობის არ არის, მაგრამ მე მაინც მაქსიმუმს გავაკეთებ." - თქვა დვალიშვილმა ჩვენთან საუბარში.
RAF საქართველოში - სრული ქარდი გაირკვა