ჩელსის ნახევარმცველმა ენცო ფერნანდესმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ენცო მარესკას გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი.
ლონდონურმა კლუბმა მარესკას წასვლა 1 იანვარს ოფიციალურად დაადასტურა. გუშინ კი ჩელსიმ პრემიერ ლიგის 20-ე ტურში მანჩესტერ სიტისთან 1:1 ითამაშა — გამათანაბრებელი გოლი დამატებით დროში სწორედ ფერნანდესმა გაიტანა.
„ჩვენთვის რთული კვირა იყო. დღეს კი გუნდის გამო ბედნიერები ვართ“.
ენცო მარესკას გათავისუფლებაზე:
„ეს ჩვენთვის რთული მომენტია. ის ტოპ-მწვრთნელია. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია. ჩვენ წინ ვიხედებით და გზას ვაგრძელებთ“, — განაცხადა ფერნანდესმა.