მუნდიალზე E ჯგუფი ოფიციალურად დასრულდა.
მე-3 ტურისთვის დამახასიათებლად, ჯგუფის ორივე მატჩი ერთდროულად ტარდებოდა.
ეკვადორი 2:1 გერმანია
კიურასაო 0:2 კოტ'დიუვარი
ნაგელსმანის გუნდს პირველი ადგილი ამ მატჩამდე ჰქონდა განაღდებული, თუმცა დიდი შემართებით გამოვიდა მოედანზე და სანეს გოლით მალევე დაწინაურდა, რამაც ეკვადორელები გავარდნის პირას დააყენა.
ერთადერთი, რაც სამხრეთამერიკელ ნაკრებს იხსნიდა - მატჩის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება იყო, რაც გუნდმა წარმატებით მოახერხა და მატჩი ბრძოლაში, 2:1 მოიგო.
ამრიგად, ჯგუფში გუნდები ასე გადანაწილდნენ:
1. გერმანია - 6 ქულა
2. კოტ'დიუვარი - 6 ქულა
3. ეკვადორი - 4 ქულა
4. კიურასაო - 1 ქულა.
საუკეთესო მესამეადგილოსნების სიაში ეკვადორი, რომელსაც 4 ქულა ბურთების 0 სხვაობით აქვს მოპოვებული, ამ ეტაპზე პირველ ადგილს იკავებს და მისი 8 საუკეთესოდან ამოვარდნა შეუძლებელია, რაც ეკვადორს პლეი-ოფში მონაწილეობას უნაღდებს.