• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ენდრიკის ჰეთ-თრიქით ლიონმა ქართველების მეცი გაანადგურა
ფეხბურთიფეხბურთი

ენდრიკის ჰეთ-თრიქით ლიონმა ქართველების მეცი გაანადგურა

25 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში ქართველების მეცმა საკუთარ მოედანზე ლიონი მიიღო.


მასპინძელთა მხრიდან სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც სრულად ითამაშა, გიორგი აბუაშვილი კი თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო.


სტუმრებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და მატჩის ბედიც მალევე გადაწყვიტეს. ანგარიში მე-11 წუთზე კორენტინ ტოლისოს პასის შემდეგ ლიონელთა ბრაზილიელმა ახალწვეულმა ენდრიკმა გახსნა. მე-16 წუთზე რუბენ კლუივერტმა სხვაობა ორამდე გაზარდა.


23-ე წუთზე ენდრიკმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, თუმცა მცირე თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი არ ჩაითვალა, 32-ე წუთზე კი ტაილერ მორტონმა ანგარიში 0-3 გახადა.


აქედან 2 წუთში მასპინძელთა მხრიდან კოფი კუაომ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ტაიმის კომპენსირებულ დროში მორტონის პასის შემდეგ, ენდრიკმა დუბლის შესრულება მაინც შეძლო და პირველი ტაიმის ანგარიში (1-4) დააფიქსირა.


64-ე წუთზე მეცმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, ამჯერად თავი ჰაბიბუ დიალომ გამოიჩინა, თუმცა ქართველების გუნდმა თამაშში დაბრუნება მაინც ვერ შეძლო.


87-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა გიორგი აბუაშვილმა ენდრიკის წინააღმდეგ საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია და პენალტი დაინიშნა, რომელიც ბრაზილიელმა ზუსტად დაარტყა და ჰეთ-თრიქიც შეასრულა.


ლიონმა მეცი 2-5 დაამარცხა და 36 ქულით ლიგა 1-ის ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს, წიტაიშვილისა და აბუაშვილის მეცი კი 12 ქულით ბოლო ადგილზეა და უსაფრთხო ზონას 8 ქულით ჩამორჩება.


რაც შეეხება ენდრიკს, რეალიდან იჯარით გადმოსულმა ბრაზილიელმა ოლიმპიკში ჩატარებულ 3 მატჩში უკვე 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

მეცი
ლიონი
გიორგი წიტაიშვილი
გიორგი აბუაშვილი
ენდრიკი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვარსკვლავური სტარტის შემდეგ პაუზა: რატომ უჭირს ენდრიკს ლიონში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვარსკვლავური სტარტის შემდეგ პაუზა: რატომ უჭირს ენდრიკს ლიონში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ლიონს ენდრიკის ასისტების დუბლი არ ეყო — ობამეიანგმა მარსელს დერბი მოაგებინა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ლიონს ენდრიკის ასისტების დუბლი არ ეყო — ობამეიანგმა მარსელს დერბი მოაგებინა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა გიორგების წინააღმდეგ, ჩრდ. ლონდონური დერბი და სხვა — უიქენდის ტოპ მატჩები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა გიორგების წინააღმდეგ, ჩრდ. ლონდონური დერბი და სხვა — უიქენდის ტოპ მატჩები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მეცი პსჟ-სთან განადგურდა - ლიგა 1-ის მატჩში ოთხივე ქართველმა ითამაშა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მეცი პსჟ-სთან განადგურდა - ლიგა 1-ის მატჩში ოთხივე ქართველმა ითამაშა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

08 მარ, 2026

ვარსკვლავური სტარტის შემდეგ პაუზა: რატომ უჭირს ენდრიკს ლიონში?

News image

02 მარ, 2026

VIDEO: ლიონს ენდრიკის ასისტების დუბლი არ ეყო — ობამეიანგმა მარსელს დერბი მოაგებინა

News image

21 თებ, 2026

კვარა გიორგების წინააღმდეგ, ჩრდ. ლონდონური დერბი და სხვა — უიქენდის ტოპ მატჩები

News image

21 თებ, 2026

VIDEO: მეცი პსჟ-სთან განადგურდა - ლიგა 1-ის მატჩში ოთხივე ქართველმა ითამაშა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება