ჩელსის ლეგენდამ, ჯო კოულმა, ენცო ფერნანდესი მეომრად მოიხსენია მას შემდეგ, რაც არგენტინელმა ნახევარმცველმა ასოციაციის თასის ნახევარფინალში ლიდსის წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა.
უემბლიზე გამართულ შეხვედრაში ჩელსიმ 1:0 გაიმარჯვა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ენცომ გადამწყვეტი გოლი 23-ე წუთზე, პედრო ნეტოს ჩაწოდების შემდეგ გაიტანა. ეს გამოსვლა პასუხი იყო იმ კრიტიკაზე, რომელიც ფეხბურთელს ბოლო დროს რეალ მადრიდით დაინტერესების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო დაატყდა:
ვფიქრობ, ის გამორჩეული იყო. მის ირგვლივ ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა ბოლო დროინდელი კომენტარების გამო, მაგრამ როდესაც ის მოედანზე გადის, ნამდვილი მებრძოლი და მეომარია
კოულმა ასევე აღნიშნა მეკარე რობერტ სანჩესისა და დაცვის ხაზის საიმედო თამაში. განსაკუთრებული ქება დაიმსახურა დროებითმა მწვრთნელმა კალუმ მაკფარლეინმა, რომელმაც გუნდი ლიამ როსენიორის გათავისუფლების შემდეგ ჩაიბარა და ფინალში გაიყვანა.
სტივენ ჯერარდმა, რომელიც მატჩს სტუდიაში აფასებდა, ყურადღება ჩელსის ორგანიზებულობაზე გაამახვილა:
შთაბეჭდილების ქვეშ დავრჩი იმით, თუ როგორ მართა ჩელსიმ თამაში მეორე ტაიმში. მათ ყველაფერს თავი ძალიან კარგად გაართვეს, მათ შორის, სტრუქტურასაც და ფორმასაც
16 მაისს, ასოციაციის თასის ფინალში, ჩელსი მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება.