ერედივიზიის ტიტულის ხელიდან გაშვები შემდეგ, ფრანჩესკო ფარიოლიმ აიაქსის დატოვება გადაწყვიტა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იტალიელმა მწვრთნელმა კლუბის ხელმძღვანელობას გადადგომის შესახებ შეატყობინა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფარიოლით იტალიური კლუბები ინტერესდებიან.
იტალიელის აიაქსი ერედივიზიაში დამაჯერებლად ლიდერობდა და ბოლო 5 მატჩში 6 ქულა სჭირდებოდა გასაჩემპიონებლად, თუმცა საბოლოოდ მთელი უპირატესობა გაანიავა და ტიტული პსვ-ს დაუთმო.