პსვ ნიდერლანდების ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
ერედივიზიის უკანასკნელი, 34-ე ტურის მატჩში ეინდჰოვენის გუნდმა სპარტას 3:1 მოუგო და 79 ქულით ცხრილი პირველ ადგილზე დაასრულა.
პსვ ნიდერლანდების ჩემპიონი თავის ისტორიაში 26-ედ გახდა.
აიაქსმა ბოლო ტურის მატჩში ტვენტე 1:0 დაამარცხა და 78 ქულით მე-2 ადგილს დასჯერდა.
ამსტერდამული გუნდი სატურნირო ცხრილს 23-ე ტურიდან ლიდერობდა და აპრილის შუა რიცხვებში უახლოეს მდევარს 9 ქულით უსწრებდა. ბოლო 5 მატჩში გუნდს გაჩემპიონებისთვის 6 ქულა სჭირდებოდა, თუმცა მთელი უპირატესობა გაანიავა და წინ პსვ გაუშვა, რომელიც 33-ე ტურის შემდეგ ამ სეზონში პირველად გალიდერდა.