ნიდერლანდების ჩემპიონატში ბოლო ტურის წინ ვითარება საკმაოდ დაიძაბა.
33-ე ტურში ცხრილის ლიდერი აიაქსი გრონინგენს ესტუმრა. ამსტერდამელები შეხვედრას 1-2 იგებდნენ და 3 ქულასთან ახლოს იყვნენ, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ მე-9 წუთზე გოლი გაუშვეს და 2 ქულა დაკარგეს.
პარალელურად მდევარმა პსვ-მ ჰერაკლესი 4-1 დაამარცხა და ბოლო ტურის წინ საჩემპიონო დავაში სასწორის პინა ეინდჰოვენისკენ გადაიხარა.
ამ მომენტისთვის პსვ-ს ანგარიშზე 76 ქულაა, აიაქსის კი - 75. ბოლო ტურში ეინდჰოვენელები როტერდამის სპარტას ესტუმრებიან, ამსტერდამელები კი ტვენტეს უმასპინძლებენ.
აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ აიაქსი ცხრილს 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობდა, თუმცა გუნდმა ბოლო 4 მატჩიდან 2 წააგო და 2 ფრედ ითამაშა და უპირატესობა გაანიავა, თავის მხრივ პსვ-მ ოთხივე შეხვედრა მოიგო და საჩემპიონო დავაში დაწინაურდა.