მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, ნოტინგემ ფორესტთან გასამართი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საკმაოდ მხიარულ განწყობაზე იყო.
როდესაც მას ჰკითხეს, დააბრუნებდა თუ არა შემადგენლობაში ერლინგ ჰალანდს, რომელმაც ვარჯიშზე მიღებული მცირე ტრავმის გამო ლიდსთან შეხვედრა გამოტოვა, პეპმა იხუმრა:
წინა თამაში მის გარეშეც მოვიგეთ, ასე რომ, სეზონის ბოლომდე აღარ ითამაშებს. საერთოდ, ერლინგი არ მიყვარს
ხუმრობის შემდეგ გვარდიოლა უფრო სერიოზულ ტონზე გადაერთო და აღნიშნა, რომ ჰოლანდი გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა სეზონის განმავლობაში ტრავმები გარდაუვალია. მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ნორვეგიელი ფორვარდი, ისევე როგორც ახალგაზრდა ნიკო ო’რაილი, ნოტინგემთან მატჩისთვის მზად იქნებიან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას უშუალოდ თამაშის წინ მიიღებენ.
სიტი ამჟამად პრემიერ ლიგის ლიდერ არსენალს 5 ქულით ჩამორჩება და საჩემპიონო რბოლაში დასაბრუნებლად ყოველი ქულა გადამწყვეტია.