საქართველოს ეროვნულ ლიგაში 18 ტური გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის ნახევარი მიიწურა და გუნდები აგვისტომდე დაისვენებენ.
გთავაზობთ ეროვნული ლიგის პირველი ნახევრის შეჯამებას.
სატურნირო ცხრილს 18 ტურის შემდეგ იბერია 1999 უდგას სათავეში 44 ქულით. კონფერენს ლიგის ზონაში დილა გორი და დინამო ბათუმი არიან, გასავარდ ზონაში კი თელავს, კოლხეთი 1913-სა და გარეჯს ვხედავთ.

ბომბარდირთა დავას იბერიას შემტევი იური ტაბატაძე ლიდერობს 9 გოლით.

I წრის სიმბოლური გუნდი
მაკარიძე (იბერია 1999); კვარაცხელია (სამგურალი), გელაშვილი (იბერია 1999), ქაფიანიძე (დინამო ბათუმი), ხარებაშვილი (დინამო თბილისი); მარა (დინამო ბათუმი), კონტე (დილა); ტაბატაძე (იბერია 1999), ბლესა (დინამო ბათუმი), წულუკიძე (დინამო ბათუმი); სიხარულიძე (იბერია 1999).
პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად იბერია 1999-ის თავკაცი ლევან კორღალიძე დასახელდა, საუკეთესო ფეხბურთელი კი ასევე იბერიას მცველი ივა გელაშვილი გახდა.
II წრის სიმბოლური გუნდი
კლიაიჩი (ტორპედო); აგიაკვა (იბერია 1999), გელაშვილი (იბერია 1999), ჯგერენაია (იბერია 1999), ხარებაშვილი (დინამო თბილისი); კონტე (დილა), მამაგეიშვილი (იბერია 1999); ბედოშვილი (გარეჯი), ფარულავა (დილა), აბუაშვილი (კოლხეთი 1913); იონსენი (ტორპედო).
მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელიც ლევან კორღალიძე გახდა, საუკთესო მოთამაშედ კი ტორპედოს თავდამსხმელი ბიორნ იონსენი დასახელდა.