მერაბ დვალიშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა.
"ძალიან ვამაყობ შენით, ძმაო. კვარა, გილოცავ შენ და შენს გუნდს." - წერს UFC-ის ქართველი ჩემპიონი.
კვარა გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლის გატანა მოახერხა.
"ოცნებები ხდება" - ხვიჩა კვარაცხელია
