ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ლეგენდარულ პიტერ შმეიხელთან ისაუბრა.
"ამის აღწერა არ შემიძლია, საოცარი გრძნობაა, შოკირებული ვარ. ვერ წარმოვიდგენ სად ვარ, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვარ და ძალიან მიხარია.
ბედნიერი ვარ, რომ ამ საოცარ მოთამაშეებთან, კლუბთან და მწვრთნელებთან ერთად ვარ, დღეს ამაყი ვარ.
ვფიქრობ, ეს გუნდი ჩემს მოსვლამდეც იმსახურებდა ჩემპიონობას, მაგრამ ეს ფეხბურთია. არის რთული მომენტები, რომელიც უნდა გადალახო და ჩვენ ეს გავაკეთეთ. არ არის ადვილი 5-0 მოუგო ინტერს ფინალში.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ოჯახივით ვართ, ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ. მწვრთნელი საოცარია, ის ყველაფერს გვიხსნის და ჩვენ ეს მოედანზე გადაგვაქვს." - განაცხადა ქართველმა.
კვარას კვადრუპლი - 4 ტიტული ერთ სეზონში!