UFC-ის ცნობილმა კომენტატორმა, ჯონ ანიკმა მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა.
"მე მჯერა, რომ მას უკვე აქვს ყველა დროის საუკეთესო სუპერმსუბუქწონოსანის სტატუსი. ამას ვამბობ ადამიანი, რომელიც დღეს რომ ქორწინდებოდეს, მეჯვარედ დომინიკ კრუზს აირჩევდა. ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია.
მაგრამ როცა მერაბ დვალიშვილს ვუყურებ თანამედროვე ეპოქაში, მას 14-0 რეკორდი უნდა ჰქონდეს. მან ფრენკი საენსთან წააგო (გაყოფილი გადაწყვეტილებით), შემდეგ კი რიკი საიმონთან საკამათო დასასრული ჰქონდა. მათ შემდეგ კი ზედიზედ 12 ბრძოლა მოიგო.
სანამ ტიტულისთვის იბრძოლებდა, მან ჩემპიონების მთელი რიგი დაამარცხა - ჰენრი სეხუდო, პიოტრ იანი, ჟოზე ალდო, შემდეგ კი შონ ო'მალის მოუგო და ჩელენჯერ უმარ ნურმაგომედოვთან დაიცვა ტიტული, ახლა კი რემატჩი ო'მალისთან.
ალჯამაინ სტერლინგისა და ჩემი საუკეთესო მეგობრის დომინიკ კრუსის მიმართ პატივისცემის მიუხედავად, ყველა დროის საუკეთესო მერაბ The Machine დვალიშვილია." - განაცხადა ანიკმა.
მერაბ დვალიშვილი 8 ივნისს, UFC 316-ზე ქამარს შონ ო'მალის წინააღმდეგ დაიცავს.