ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

UFC 316 - სუპერმსუბუქი წონის ორი სატიტულო ბრძოლა
ქართულიქართული
UFCUFC

UFC 316 - სუპერმსუბუქი წონის ორი სატიტულო ბრძოლა

03 ივნ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

8 ივნისს, ნიუ ჯერსის Prudential Center-ში UFC 316 გაიმართება, სადაც ბევრ საინტერესო ბრძოლას ვიხილავთ.


მათ შორის იქნება 2 სატიტულო დაპირისპირება, აქედან ერთ-ერთი კი მთავარი ღონისძიება და საჩემპიონო რემატჩი მერაბ დვალიშვილსა და შონ ო'მალის შორის.


მერაბ დვალიშვილი vs შონ ო'მალი



UFC 316-ის მთავარი ბრძოლა სუპერმსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის შედგება. ჩემპიონი, რომელსაც ზედიზედ 12 ბრძოლა აქვს მოგებული, ტიტულს მეორედ დაიცავს. უმარ ნურმაგომედოვთან გამარჯვების შემდეგ, ამჯერად მერაბის მეტოქე შონ ო'მალია, რომელსაც ერთხელ უკვე მოუგო და ქამარიც წაართვა.


ზედიზედ მე-13 გამარჯვებისკენ - მერაბი ლეგენდების სიაში


30 წლის ო'მალი ლას ვეგასის Sphere-ში მერაბთან მარცხის შემდეგ ოქტაგონს სწორად ახლა უბრუნდება და შეეცდება დაკარგული ტიტული დაიბრუნოს. საჩემპიონო რემატჩში მთავარი კითხვა ის არის, რამდენად შეზღუდა ტრავმამ ო'მალი პირველ ბრძოლაში და რამდენ განსხვავებულ შონს ვიხილავთ ამჯერად ქართველთან დაპირისპირებაში.


ჯულიანა პენია vs კაილა ჰარისონი



UFC 316-ზე სუპერმსუბუქი დივიზიონის კიდევ ერთ სატიტულო დაპირისპირებას ვიხილავთ - ჯულიანა პენია ქამარს კაილა ჰარისონის წინააღმდეგ დაიცავს.


ოქტომბერში, სოლტ ლეიკ სიტიში გამართულ ღონისძიებაზე პენიამ ტიტული მეორედ მოიგო. მან რაკელ პენინგტონი გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.


იმავე ღონისძიებაზე კაილა ჰარისონმა კეტლენ ვიეირას ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო და ნომერ პირველი კონტენდერის წოდება დაიმსახურა. ჰარისონი ძიუდოში 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია, ახლა კი შეეცდება პენიას ქამარი წაართვას და UFC-ის ოქროს ქამარიც მოირგოს.


მეინ ქარდი


მერაბ დვალიშვილი - შონ ო'მალი

ჯულიანა პენია - კაილა ჰარისონი

კელვინ გასტელუმი - ჯო პაიფერი

მარიო ბაუტისტა - პეტჩი მიქსი

ვისენტე ლუკე - კევინ ჰოლანდი


პრელიმები


ბრუნო სილვა - ჯოშუა ვანი

აზამატ მურზაკანოვი - ბრენდსონ რიბეირო

სერგეი სპივაკი - ვალდო კორტეს-აკოსტა

კალინ უილიამსი - ანდრეას გუსტაფსონი

მარკელ მედეროსი - მარკ ჩოინსკი

არიან და სილვა - ვანგ ჩონგი

ჯეკა სარაგიჰი - ჯუ სანგ იო

კილან სალკილდი - იანალ აშმუზი


UFC 316-ის პრელიმები 8 ივნისს, 04:00 საათზე დაიწყება, მეინ ქარდი კი - 06:00 საათზე.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

მერაბ დვალიშვილი
MMA
საქართველო
UFC

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

"ამჯერად აქცენტი ფინიშზე მექნება" - დვალიშვილი ო'მალისთან ბრძოლაზე

•ქართული

ქართული

"ამჯერად აქცენტი ფინიშზე მექნება" - დვალიშვილი ო'მალისთან ბრძოლაზე
•ქართული

ქართული

"ბევრი რამ ვისწავლე მისგან" - მამარდაშვილი ლორიას მადლობას უხდის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ბევრი რამ ვისწავლე მისგან" - მამარდაშვილი ლორიას მადლობას უხდის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"25-წუთიანი ომისთვის მზად ვარ" - შონ ო'მალი

•ქართული

ქართული

"25-წუთიანი ომისთვის მზად ვარ" - შონ ო'მალი
•ქართული

ქართული

ლორიაზე, ახალ სახეებზე, ხვიჩაზე - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლორიაზე, ახალ სახეებზე, ხვიჩაზე - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

26 წთ წინ

"ამჯერად აქცენტი ფინიშზე მექნება" - დვალიშვილი ო'მალისთან ბრძოლაზე

News image

32 წთ წინ

"ბევრი რამ ვისწავლე მისგან" - მამარდაშვილი ლორიას მადლობას უხდის

News image

14 წთ წინ

"25-წუთიანი ომისთვის მზად ვარ" - შონ ო'მალი

News image

17 სთ წინ

ლორიაზე, ახალ სახეებზე, ხვიჩაზე - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია