ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ერთა ლიგის 2026-27 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს ნაკრები B დივიზიონის მე-3 კალათში იყო, წილისყრის შედეგად, მისი მეტოქეები უნგრეთის, უკრაინისა და ჩრდ. ირლანდიის ნაკრებები გახდნენ.
ლიგის ეტაპი, გახანგრძლივებული საერთაშორისო ფანჯრით, 2026 წლის 24 სექტემბრიდან დაიწყება და 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება - გუნდები 13-დღიან მონაკვეთში 4 მატჩს ჩაატარებენ, მეორე სანაკრებო პაუზა კი 12-17 ნოემბერს იქნება.
I ტური: 24-26 სექტემბერი;
II ტური: 27-29 სექტემბერი;
III ტური: 30 სექტემბერი - 3 ოქტომბერი;
IV ტური: 4-6 ოქტომბერი;
V ტური: 12-14 ნოემბერი;
VI ტური: 15-17 ნოემბერი.
2026-27 წლების ერთა ლიგა ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპთან იქნება დაკავშირებული. ერთა ლიგაზე მიღწეული შედეგების საფუძველზე, შესაბამის გუნდებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის პლეი-ოფებში მოხვედრისთვის დამატებითი შანსი მიეცემა.