მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
22 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ექიმის გარდაცვალების გამო გადადებული მატჩი ბარსელონა - ოსასუნა ლა ლიგამ 28 მარტს, თბილისის დროით 23:59 საათზე ჩანიშნა.
თამაშის ამ დროს ჩატარება სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებდა ამ მატჩში ბარსელონას საკვანძო ფეხბურთელების - რონალდ არაუხოს და რაფინიას მონაწილეობას.
საქმე ის არის, რომ 26 მარტს, 04:00 საათზე ბრაზილიის ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდება უმნიშვნელოვანეს მატჩში, ურუგვაი კი 25 მარტს, 23:59 საათზე ბოლოვიას შეხვდება.
ხანგრძლივი გზის ფონზე, განსაკუთრებით რთული უნდა ყოფილიყო ოსასუნასთან რაფინიას მონაწილეობა. თუმცა, ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ არაუხოც და რაფინიაც 26 მარტს, ბრაზილიისა და არგენტინის მატჩის შემდეგ, კერძო თვითმფრინავით ბარსელონაში სასწრაფო წესით გამოფრინდებიან და დიდი ალბათობით, მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები