სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
7 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4-ფინალში მადრიდის რეალმა საკუთარ სტადიონზე მან სიტის უმასპინძლა.
შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა და ფრედ 3:3 დასრულდა.
გუნდებმა მაყურებელს ნამდვილი სანახაობა და წლის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი აჩუქეს - ანგარიში მე-2 წუთზევე გაიხსნა, როცა 38-ე წამზე დანიშნული შორეული ჯარიმა ბერნარდუ სილვამ პირდაპირ კარში დაარტყა და ანდრეი ლუნინი შეცდომაზე გამოიჭირა.
თუმცა, რეალმა სიტუაციის თავდაყირა დაყენება მალევე შეძლო - მე-12 წუთზე კამავინგას დარტყმული რუბენ რიაშისგან რიკოშეტით ორტეგას კარში შეფრინდა და ანგარიში გათანაბრდა გოლით, რომელიც ავტოგოლად ჩათვალეს.
ზუსტად ორ წუთში მადრიდელებმა სიტის მაღალი დაცვის ხაზით ისარგებლეს, ვინისიუსმა ერთი-ერთზე როდრიგო გაიყვანა, რომელმაც ელეგანტურ სტილში რეალი უკვე წინ გაიყვანა, პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.
შესვენების შემდეგ სიტიმ ბურთი მეტად გააკონტროლა და რეალის მხრიდან მწარე კბენების მიუხედავად, სიტუაცია თავდაყირა კიდევ ერთხელ დააყენა - შორეული ულამაზესი დარტყმებით რეალის კარი ჯერ ფილ ფოდენმა, შემდეგ კი იოშკი გვარდიოლმა აიღეს.
საბოლოო ანგარიში კი ფედე ვალვერდემ არანაკლებად ლამაზი გოლით დააფიქსირა.
ამრიგად, გუნდებმა შარშანდელის მსგავსად პირველი მატჩი ბერნაბეუზე ფრედ ითამაშეს და გამარჯვებულის ბედის გამოვლენა საპასუხო მატჩს მიანდეს, რომელიც 17 აპრილს, ეტიჰადზე გაიმართება.
კომენტარები