შონ ო’მალიმ მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვს შორის მომხდარი დაპირისპირება გააანალიზა.
ახლახან დაასრულეს ლოცვა? თუ ჩხუბის შემდეგ ლოცულობენ? დღეში 5-ჯერ ლოცულობენ, ამიტომ დრო როგორმე უნდა გამონახონ, ეს ჩხუბი კი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.
აშკარაა, რომ მერაბისთვის თავდასხმა მოულოდნელი იყო... სამწუხაროა, რომ მერაბს გვერდით თავისი მეგობრებიდან მეტი ადამიანი არ ჰყავდა.
განსაკუთრებული პატივისცემა მერაბის მეგობარს. როგორც ამბობენ, ის MMA-ის მებრძოლი არ არის, მოჭიდავეა, მხოლოდ 21 წლისაა და მხოლოდ ჭიდაობითაა დაკავებული. დარტყმით ტექნიკას არ ფლობს, მაგრამ ამის მიუხედავად, უსმანის ჯგუფიდან 2 ადამიანი ძირს დააგდო.
მერაბ დვალიშვილთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ შონ ო’მალიმ ილია თოფურიასა და უსმან ნურმაგომედოვს შორის შესაძლო დაპირისპირებაზეც ისაუბრა. მისი აზრით, ეს უდიდესი ბრძოლა იქნება, მიუხედავად იმისა, რომ საჩემპიონო ქამარი სასწორზე არ იდება.
„შეიძლება ამ ინციდენტმა ილია თოფურიასა და უსმან ნურმაგომედოვის ბრძოლას ჩაუყაროს საფუძველი?
ეს წარმოუდგენელი დაპირისპირება იქნებოდა. ილიასთვის დაბრუნებისას ძალიან რთული ბრძოლა იქნება, უსმანისთვის კი UFC-ში დებიუტის სრულიად გიჟური გზა. ეს არის ბრძოლა, რომლის ხილვაც ნამდვილად მინდა.
ილია პედი პიმბლეტის წინააღმდეგ, ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირებაა. ილია უსმან ნურმაგომედოვის წინააღმდეგ, ესეც იმავე დონეზეა.
ეს უზარმაზარი ბრძოლებია, რომლებსაც მთავარი ღონისძიების სტატუსი და წარმოუდგენლად დიდი მაყურებელი ეყოლებათ, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მათგანში საჩემპიონო ქამარი არ იქნება გათამაშებული“, - განაცხადა ო’მალიმ.
,,პასუხს აგებთ" - თოფურიამ დვალიშვილზე თავდასხმის ვიდეო გაავრცელა