ჩაბი ალონსომ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ბუნდესლიგაში მომდევნო ორი მატჩი მისთვის ლევერკუზენში ბოლო იქნება.
"დროა დავადასტურო, რომ ეს ჩემი ბოლო მატჩები იქნება ბაიერში.
ლევერკუზენის მიმართ ძალიან დავალებული ვარ, ჩემი მოთამაშეების, სტაფის, კლუბის ყველა თანამშრომლის და რაც მთავარია, ფანტასტიკური გულშემატკივრების მიმართ." - განაცხადა ესპანელმა.
"თითქმის ორწელიწადნახევრის შემდეგ, კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პერიოდის დროს ჩვენი მთავარი მწვრთნელი, ჩაბი ალონსო სეზონის ბოლოს ბაიერს დატოვებს." - წერია გერმანული კლუბის განცხადებაში.
ჩაბი ალონსომ ლევერკუზენს ისტორიაში პირველი ბუნდესლიგა მოაგებინა. ესპანელი სპეციალისტი კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს. მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება ახლოსაა და ყველაფერი მალე დადასტურდება.
ბაიერი ალონსოს შემცვლელს უკვე ეძებს და მთავარ კანდიდატად სესკ ფაბრეგასი განიხილება, რომელიც ამჟამად იტალიურ კომოს წვრთნის.