უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მადრიდის რეალთან პირველი მატჩის წინ, იოზუა კიმიხმა პრესკონფერენცია გამართა.
„ზოგადად, ჩვენ გვინდა ყველა თამაშში ჩვენი სათამაშო სტილი დავამკვიდროთ. რეალი უნიკალურია თავისი სტილით. მათ შეუძლიათ ნებისმიერ სიტუაციაში შექმნან საფრთხე. მნიშვნელოვანი იქნება, რომ მოედანზე ჩვენი ძლიერი მხარეები გამოვავლინოთ. რა თქმა უნდა, ასევე მოვერგებით რეალის სტილს.
2024 წელი? პირველი მატჩის შემდეგ ვფიქრობდი, რომ ჩვენთვის მეტი იყო შესაძლებელი. მეორე შეხვედრაში რეალი აშკარად უკეთესი იყო, შემდეგ ფონსიმ საოცარი გოლით წინ გაგვიყვანა. მერე ორი გოლი გავუშვით და დავმარცხდით. სახლში დავბრუნდით იმ განცდით, რომ მეტის მიღწევა შეიძლებოდა. მაგრამ წელს ტრავმირებული მოთამაშეები არ გვყავს, რაც ხშირად გვქონდა აქ თამაშის დროს. ახლა ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ყველა მზად არის.
ჰარი კეინი ჩვენთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, ეს აშკარაა. ის ჩვენი თამაშის დიდი ფაქტორია, რადგან მხოლოდ გოლების გამტანი არ არის. ის ნამდვილი ლიდერია, ჭეშმარიტი მაგალითი. თავდამსხმელისთვის განსაკუთრებული მენტალიტეტი აქვს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ხვალ მოედანზე იყოს და თავისი ლიდერული თვისებები გამოავლინოს.
ჩემთვის რეალი და ბაიერნი მსოფლიოს ორი უდიდესი კლუბია. ამიტომ ეს ყოველთვის განსაკუთრებული თამაშია.
თუ გინდა რეალი დაამარცხო, მენტალურად და ტაქტიკურად საუკეთესო ფორმაში უნდა იყო. ჩვენ კარგ განწყობაზე ვართ, ყველა ფეხბურთელი მზად არის. მოუთმენლად ველით ხვალინდელ თამაშს აქ. ეს არის საბოლოო გამოცდა, ის, რაზეც ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. ველით ხვალინდელ ბრძოლას.
ბოლო წლებში აქ ყოველთვის ვეთიშებოდით, მაგრამ გარემოებები ყოველთვის განსხვავებული იყო. ხშირად საპასუხო მატჩი აქ ტარდებოდა. ხვალ ალბათ ყველაფერი არ გადაწყდება და მეორე თამაში მიუნხენში გვექნება. ძალიან ველით ამ მატჩს.
ყველა ვგრძნობთ, რომ რეალთან მეოთხედფინალი განსაკუთრებული მატჩია. ძალიან აღფრთოვანებულები ვართ. ერთხელ ბავშვობაში აქ ვიყავი და სტადიონს ვუყურებდი, მაშინ არც თამაში მიმდინარეობდა. მაშინვე დავინახე, რამდენად დიდი იყო. ეს ის გამოცდილებაა, რაც ყოველდღე არ გხვდება. ყოველდღე ვვარჯიშობთ ასეთი მომენტებისთვის. იმედი მაქვს, ხვალ კარგ თამაშს ჩავატარებთ.
მბაპე ის მოთამაშეა, რომელიც ნებისმიერ გუნდს დაეხმარება. მას აქვს საოცარი ინდივიდუალური ხარისხი. ის საფრანგეთის ნაკრების კაპიტანიც არის. ამ სეზონში ბევრი თამაში გადაწყვიტა, განსაკუთრებით დაძაბულ მატჩებში. ის ნამდვილი იარაღია. ბევრჯერ მითამაშია მის წინააღმდეგ და ვიცით, რას უნდა ველოდოთ.
„ვინსიუსთან დაპირისპირება? ეს არ არის 1v1 ჩემსა და ვინისიუსს შორის. ყველაფერს გუნდურად და კოლექტიურად უნდა მივუდგეთ. ვიცით, რომ რეალს ძალიან ხარისხიანი შემადგენლობა ჰყავს. პატივს ვცემთ მათ ფეხბურთელებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძლიერი მხარეები გამოვავლინოთ.“ - განაცხადა გერმანელმა.
რეალისა და ბაიერნის მატჩი 7 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება.