მადრიდის რეალის მცველი მარკ კუკურელია ფიქრობს, რომ თუ ვინისიუს ჯუნიორი საუკეთესო ფორმას დაიბრუნებს, ეს რეალს შეუჩერებელს გახდის.
„დიომანდე დაცვაში ვინისიუსზე მეტად მეხმარება? ასე არ არის, უბრალოდ ამას მეტი ყურადღება ექცევა - დიომანდე დაცვაში ჩამოდის და ამაზე ყველა წერს.
ვინისიუსი სამჯერ დაცვაში ჩამოვა, მაგრამ ერთხელ არ ჩამოვა და ხალხი სწორედ იმ ერთზე ამახვილებს ყურადღებას. ვინი ერთ მატჩში სამ გოლს რომ იტანდეს, ვერავინ ვერაფერს ეტყოდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მან საუკეთესო ფორმა დაიბრუნოს, რადგან ეს თუ მოხდა, შეუჩერებლები გავხდებით.
რომელია ამჟამად ევროპის საუკეთესო გუნდი? რეალი. კარგ ფორმაში ვართ, კარგად ვთამაშობთ.
ვართ თუ არა პსჟ-ზე უკეთესები? პსჟ ძალიან მაგარი გუნდია, თუმცა სიმართლე გითხრათ, მათ თამაშებს არ ვუყურებ. ჩემთვის, ამჟამად ევროპაში საუკეთესო რეალია." - აღნიშნა ესპანელმა.