ფარერის კუნძულებთან მოგებული მატჩის (1-0) შემდეგ საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა და ყველა დროის რეკორდსმენმა, საბა ხარებაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"მთელი ბავშვობა, რაც ფეხბურთზე შევედი, ამ მომენტზე ვოცნებობდი და როცა მოედანზე შევედი, ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც აქამდე გვერდზე მედგა, ატმოსფეროც საოცარი იყო და მადლობა გულშემატკივრებს ამისთვის.
ემოციებს რაც შეეხება, ჩემს კარიერაში ალბათ ამაზე დიდი ემოცია არ მექნება, როცა ეროვნულ ნაკრებში დებიუტი გაქვს, ეს წარმოუდგენელი შეგრძნებაა.
სანიოლმა მატჩის შემდეგ მომილოცა და წარმატებები მისურვა.
რა თქმა უნდა, გიორგი ლორია ქართული ფეხბურთის ლეგენდა არის და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმისთვის, რაც ეროვნული ნაკრებისთვის და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში, მართალია ეროვნულ ნაკრებში აღარ იქნება, მაგრამ გუნდში აგრძელებს თამაშს.
ჩემი მთავარი მიზანი არის, რომ ეროვნულ ნაკრებში ადგილი დავიმკვიდრო, ახლა ერთი თამაში გველოდება, შემდეგ დავბრუნდები გუნდში და შევეცდები, რომ მაქსიმუმი გავაკეთო, რათა ეროვნულ ნაკრებში მოვხვდე." - განაცხადა ხარებაშვილმა.
საბა ხარებაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. მან (16 წლის, 9 თვის და 2 დღის) ლევან ყენიას რეკორდი მოხსნა, რომელიც დებიუტის დროს (16 წლის, 10 თვის და 21 დღის) იყო.
"ეს ყველაფერი ფასდაუდებელია, მადლობა ქართველ გულშემატკივარს" - ლორიას ბოლო სანაკრებო კომენტარი