მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
27 მარტს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში ევრობასკეტ 2025-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება.
ტურნირის 4 მასპინძელი ქვეყანა თითო ჯგუფს უმასპინძლებს. უკვე ცნობილია თუ რომელ ქვეყანაში რომელი ჯგუფის მატჩები გაიმართება და ასევე მასპინძელმა ქვეყნებმა უკვე აირჩიეს თითო გუნდი, რომელიც მათ ჯგუფში ითამაშებს.
A ჯგუფის მატჩებს ლატვიის დედაქალაქი რიგა უმასპინძლებს, ლატვიამ თავის ჯგუფში ესტონეთი აირჩია.
B ჯგუფის შეხვედრები ფინეთის ქალაქ ტამპერეში ჩატარდება, ფინელებმა მეტოქედ ლიეტუვა დაასახელეს.
C ჯგუფის თამაშებს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ვიხილავთ, კვიპროსის გარანტირებული მეტოქე საბერძნეთი იქნება.
D ჯგუფის მატჩები კი პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში გაიმართება, პოლონეთის არჩევანი თავის ჯგუფში ისლანდიაზე შეჩერდა.
რახან მე-2 კალათიდან ლატვია, ლიეტუვა და საბერძნეთი A, B და C ჯგუფებში გადანაწილდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლონეთთან და ისრაელთან ერთად D ჯგუფში სლოვენიაც იქნება.
წილისყრის წინ გუნდები კალათებში ასე გადანაწილდნენ.
კალათა 1 - სერბეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი
კალათა 2 - ლატვია, ლიეტუვა, სლოვენია, საბერძნეთი
კალათა 3 - იტალია, მონტენეგრო, პოლონეთი, ჩეხეთი
კალათა 4 - ფინეთი, საქართველო, თურქეთი, ისრაელი
კალათა 5 - ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი
კალათა 6 - შვედეთი, ისლანდია, პორტუგალია, კვიპროსი
ევრობასკეტ 2025 სტარტს 27 აგვისტოს აიღებს და 14 სექტემბრამდე გაგრძელდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები