-
Aa
+
ფონტის ზომა
ილია თოფურიამ განაცხადა, რომ ის ისლამ მახაჩევთან ან ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბისთვის ემზადება, თუმცა ორივე მათგანს მასთან დაპირისპირების ეშინია.
"ჩემი ვარჯიშები ისლამზე ან ჩარლზზეა გათვლილი, რადგან სხვა მეტოქეებს ვერ ვხედავ. გონებაში ეს 2 სახელი მაქვს, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ ბედავს ჩემთან ბრძოლას.
ისინი თან ამბობენ, რომ ჩემპიონები არიან და ვისაც ეტყვიან, იმასთან იბრძოლებენ, მერე თქვეს, რომ პატარა ვიყავი. მე წონა შევიცვალე და ახლა ამბობენ, რომ ჯერ საკმარისი არ მომიგია.
ისინი შიშის სიმპტომებს აჩენენ, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ეს ნორმალურია. მეც შემეშინდებოდა." - განაცხადა თოფურიამ.
ილია თოფურიას ახალი მეტსახელი ცნობილია
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები