საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა.
ტურნირი 7-დან 14 ნოემბრის ჩათვლით ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართება.
ბორჯღალოსნებმა სამკვირიანი შეკრება მარტყოფის სანაკრებო ბაზაზე გაიარეს, ჩეხეთში კი 5 ნოემბერს გაემგზავრებიან. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ ტურნირისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დასახელა, სადაც 14 შერკინებისა და 12 ხაზის მოთამაშე შევიდა:
შერკინება: ლუკა ბარბაქაძე (ხვამლი), საბა მერებაშვილი (ლელო), ალექსანდრე გამყრელიძე (ნარბონი), საბა ჯიბღაშვილი (ლელო), გიორგი ბერძენიშვილი (ტულონი), გეგა გიორგობიანი (ლელო), ნიკოლოზ ხარებავა (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ფანცულაია (არმია), გიორგი ქევანიშვილი (აია), ლუკა შულაია (ბაიონი), გიორგი სუთიაშვილი (ლელო), ნიკა ჯანგულაშვილი (არმია), მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი, კაპ.), დავით ლაცაბიძე (ლოკომოტივი);
ხაზი: გიორგი ხონელიძე (ტულონი), ალექსანდრე გაგუა (ხვამლი), მათე მახარაძე (ხვამლი), ნიკოლოზ ჩაჩანიძე (აკადემია), ნიკოლოზ ლაგვილავა (ზუგდიდი), მიხეილ მგალობლიშვილი (ხვამლი), გოგა ბერიძე (ბათუმი), ალექსანდრე მამაიაშვილი (ლელო), ლუკა მუშკუდიანი (აია), ბართლომე ხამაშურიძე (ტულონი), რეზი ცხვედიანი (ხვამლი), ლუკა ჭაკუა (ფოთი).
განაცხადში მოხვედრილი მოთამაშეების უმრავლესობას წელს უკვე მიღებული აქვს გამოცდილება ექვსი ერის ფესტივალსა და სამხრეთაფრიკულ საერთაშორისო სერიაში.
ევროპის ჩემპიონატი პლეიოფის სისტემით ჩატარდება. საქართველო ასპარეზობას 7 ნოემბერს, 1/4-ფინალში პოლონეთთან შეხვედრით დაიწყებს.
გამარჯვების შემთხვევაში, გუნდი 10 ნოემბერს ნახევარფინალში ნიდერლანდებსა და პორტუგალიას შორის საუკეთესოს შეხვდება. ტურნირის ფინალი 14 ნოემბერსაა დაგეგმილი.