საფრანგეთისა და ინგლისის სარაგბო ჩემპიონატებში ქართველი ლეგიონერები მორიგი შედეგიანი მატჩებით გამოირჩნენ.
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-8 ტურში პომ ტულუზი დამაჯერებლად, 34:14 დაამარცხა. გამარჯვებულთა შემადგენლობაში თავი ბექა გორგაძემ გამოიჩინა, რომელმაც მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ლელო მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ეს მიმდინარე სეზონში ქართველი მორაგბის მესამე ლელოა.
წარმატებული ტური ჰქონდათ სხვა ლეგიონერებსაც, რომლებიც სხვადასხვა გამოცემის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ:
ნიკა აბულაძე (ინგლისის პრემიერშიპი) - აბულაძისა და ბაჩუკი ჭუმბაძის ექსეტერი ჰარლიქუინზთან 28:31 დამარცხდა, თუმცა ნიკა აბულაძემ ამ შეხვედრაში ლელო გაიტანა და პრემიერშიპის მეხუთე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაიმსახურა ადგილი.
დაჩი პაპუნაშვილი (საფრანგეთის პრო დ2) - მონტობანის ქართველმა მორაგბემ ნარობონთან მოგებულ მატჩში (33:28) შეუცვლელად ითამაშა და ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს.