ვახტანგ ახობაძე პარამკლავშიჭში მსოფლიო ჩემპიონი მეხუთედ გახდა.
ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში გამართულ პლანეტის მთავარ ტურნირზე ქართველმა სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში რუსი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ტიტული დაიცვა.
ახობაძე ბოლო წლებში 60 კგ. წონითი კატეგორიის მთავარი ვარსკვლავია და, მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთედ მოგების გარდა, ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალიც ამდენივეჯერ აქვს მოპოვებული.
ქართველი ჩემპიონი ამიერიდან მოემზადება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 26-30 ნოემბერსაა ჩანიშნული.