ევროპა ლიგის მთავარი ეტაპის ორ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.
ნიდერლანდური ნეკ ნაიმეგენისა და კვიპროსული ომონიას დაპირისპირებას განსჯის გოგა კიკაჩეიშვილი, რომლის ასისტენტები დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია იქნებიან, მეოთხე მსაჯის ბაქარ ბრეგაძეა, ხოლო ვიდეო რეფერის ასისტენტი - ალეკო აფციაური. შეხვედრა 5 ნოემბრის 21:45 საათზე დაიწყება.
ავსტრიული შტურმ გრაცისა და სლოვენიური ცელიეს მატჩს გიორგი ყრუაშვილი და მისი ბრიგადა იმსაჯებს: ასისტენტები ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი არიან, მეოთხე მსაჯი - ირაკლი ხერხაძე, ვიდეორეფერის ასისტენტი კი - კობა რევაზაშვილი. გრაცში გასამართი შეხვედრა 5 ნოემბრის 23:55 საათზე დაიწყება.
საკვალიფიკაციო ეტაპის გათვალისწინებით, ყრუაშვილი მიმდინარე ევროტურნირების სეზონში მეოთხედ იმსაჯებს, კიკაჩეიშვილი - მეხუთედ.